ლონდა თოლორაია - 2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირებულია და არ მომხდარა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ

2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირებულია და არ მომხდარა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ, საერთაშორისო კონფერენციზე – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, კონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა 2018 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებულ მაჩვენებელსა და ამ მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო პრევენცია, უკვე მომხდარ ფაქტებზე კი ეფექტიანი რეაგირება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვნად შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი.

„2018 წელს 58%-ით არის შემცირებული ქალთა მკვლელობები. ასევე, 2018 წელს არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ. ასევე, 2018 წელს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მკვლელობამდე ქალის მიერ იყო მომართული სამართალდაცავი ორგანოსათვის და არ მომხდარა ამ ფაქტზე რეაგირება.

სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება 2017-2016 წლის მონაცემებს, 2018 წელს კი ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით მომხდარიყო როგორც პრევენცია, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და ვფიქრობ, რომ ეს შემცირებული მაჩვენებელი ნამდვილად მოწმობს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს წინსვლა, როგორც პრევენციის ნაწილში, ასევე უკვე მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების ნაწილში. თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლო ნაბიჯები არ არის დაგეგმილი. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. როგორც იცით სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი დანერგილიყო, ეს ინსტუმენტი დაინერგა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება შინაგან საქმეთს სამინისტროს მუშაობა მომდევნო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლისა და პროგრესის მაჩვენებელია. თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ მიმართულებით გამომძიებელთა გადამზადებას ვაგრძელებთ, იმისათვის, რომ რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, გამომძიებლები უფრო მეტი სენსიტიურობით მიუდგნენ ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ 2018 წელს მიღწეული შედეგი, ნამდვილად არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გამოწვევები, გამომძიებელთა კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლებას საჭიროებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ მიმდინარეობს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს