ხობში ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს

ხობის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალიდან ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ამოღებულია სამართალდამცველების მიერ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა