ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განუცხადა.

"შემთხვევის შედეგად დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი: ბაბუა, მამა და შვილი. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა. მიმდინარეობს კვლევები დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა და მრავლობითი დაზიანებები რომ გამოირიცხოს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდებათ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ზაზა ბოხუამ ფონიჭალაში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტი მოინახულა. კლინიკაში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება