თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რიგით მეორე დასაქმების ფორუმს გამართავს

ხვალ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რიგით მეორე დასაქმების ფორუმს გაუწევს ორგანიზებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში დასაქმების მსურველ მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციისა, თუ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა სპეციალობის რეზიდენტებს, მაგისტრებს და კურსდამთავრებულებს (დიპლომირებული მედიკოსები, ფარმაცევტები, საზ. ჯანდაცვის სპეციალისტები და ა.შ) შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოში მოქმედ წამყვან ჰოსპიტალურ გაერთიანებებს, კერძო კლინიკებს, ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს და ვაკანტურ პოზიციებზე წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.

თსსუ-ს ინფორმაციით, ფორუმის მთავარი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების წარმოებაა, ვინაიდან სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულებისთვის მნიშვნელოვანია კარიერული განვითარება, ხოლო კომპანიებისთვის მათთან წარმატებული კადრების დასაქმება.

„უნივერსიტეტის პირველი დასაქმების ფორუმი ეფექტური აღმოჩნდა, შესაბამისად, მოთხოვნა მომდევნო ღონისძიების ორგანიზებაზე გაიზარდა, როგორც სტუდენტების, ასევე, დამსაქმებლების მხრიდან. მეტიც, ფორუმში მონაწილეობის მიღებით ახალი სამედიცინო დაწესებულებები და კომპანიები დაინტერესდნენ.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ორგანიზაცია, რომლებიც დასაქმების მსურველებს 120-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებენ“, - ნათქვამია თსსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება თსსუ-ის ბიბლიოთეკაში 11:00 საათიდან გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა