ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის დაკავების შემთხვევები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმად, მისი დაკავების შემთხვევები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნისთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი იყო დარღვეული.

სასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის რუსეთის სახელმწიფომ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 50,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის მან უნდა მიიღოს 1025 ევრო და 12,653 ევრო გაწეული ხარჯებისთვის.

„ალექსეი ნავალნის დაკავების ორი შემთხვევის ანალიზის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დაკავებების რეალური მიზანი იყო პოლიტიკური პლურალიზმის ჩახშობა. რუსეთის მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს