დამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ახლობლები იმყოფებიან

დამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ახლობლები იმყოფებიან.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ცუდად გახდა და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

როგორც ერთ-ერთი დაშავებულის, 24 წლის ახალგაზრდის სიმამრმა ნამაზ იბრაგიმოვმა განაცხადა, მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. შემთხვევის შესახებ კლინიკიდან შეიტყვეს და დამწვრობის ცენტრში მოვიდნენ.

„მომხდარის შესახებ არაფერი ვიცით. კლინიკიდან შეგვატყობინეს. ტელეფონში ჩვენი ნომერი იყო დაფიქსირებული და დაგვირეკეს. ჩემი შვილი, ბავშვის დედა აზერბაიჯანშია და შემთხვევის შესახებ მას უკვე შევატყობინეთ", - განაცხადა იბრაგიმოვმა.

ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება