ლევან იზორია - ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი საზეიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს და სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოშია. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ცენტრი ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებით ხარისხიან და დროულ მომსახურებას დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ცენტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანონით გათვალისწინებული შიდა შემოსავლებით, გენერალურ შტაბთან კოორდინაციით, აშენდა და აღიჭურვა. პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, დაიზოგება რესურსები და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება კი, თავის მხრივ მათ მოტივაციას აამაღლებს. გარდა ამისა, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრის შენობის მშენებლობა და აღჭურვა უკვე დასრულებულია. ცენტრი სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება. პერსონალის შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. გათვალისწინებულია 78 საშტატო ერთეული, ხოლო 30 თანამშრომლის დასაქმება ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო