სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ საპატიმროში მას აგენტი მიუჩინეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლული გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა.

პროკურატურის მოწმის დაკითხვის პროცესის დაწყებამდე, ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ სასამართლოს განცხადებით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ეჭვი აქვს, რომ საპატიმროში მას აგენტი მიუჩინეს.

„ჩემი პატიმრობაში ყოფნის დროს, ჩემზე მოჩენილი არის აგენტი, რომელიც ძალიან ხშირად ინტერესდება საქმის დეტალებით. ეს ადამიანი ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით ისეთ დეტალებს, წვრილმანებს, რომელიც შეიძლება მეც კი არ ვიცი და არ მიმიქცევია ყურადღება. შესაძლებელია, ეს ადამიანი გაჩნდეს ჩემს საქმეში რაიმე ფორმით, შემდგომ შეიძლება თქვას, რომ თუნდაც ჭამის დროს შევამჩნიე, რომ ჭანტურია არის დამნაშავეო, ეს შემდეგ თქვენი შესაფასებელი იქნება. მე უბრალოდ პრევენციის მიზნით გავაკეთე ეს განცხადება“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად საკანში შესაძლოა, ადმინისტრაციის მიერ შეგზავნილი პირი იმყოფებოდეს.

„შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს შეგზავნილი ადმინისტრაციის მიერ, რომ ცრუ ინფორმაცია, შემდგომში გაავრცელოს საზოგადოებასა და სასამართლოში თითქოს და გიორგი ჭანტურიამ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში რაღაც ამ დანაშაულთან დაკავშირებით ისაუბრა. შეიძლება ეს სცენარი იყოს დადგმული, ამიტომ პრევენციის მიზნით, გავაკეთეთ ეს განცხადება “, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ბესიკ ჯალაღანიას განცხადებით გიორგი ჭანტურიას საქმეზე, იკითხებიან ბაზრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები. დაიკითხა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შემდეგ თუ რა ვითარება დახვდათ თანამშრომლებს ადგილზე.

,,გოჩა დვალმა ადმინისტრაციის შენობის განლაგებაზე, ასევე სამსონ ქუთათელაძის გიორგი ჭანტურიასთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. შემდეგ პროცესზეც გაგრძელდება ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა. გიორგი ჭანტურიამ დღევანდელ პროცესზე ისაუბრა და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ერთ- ერთ პატიმარს შეიძლება სურდეს მისგან ინფორმაციის მიღება. ისაუბრა ზოგადად, ეს პატიმარი არ დაუსახელებია, ის ეჭვობს, რომ თითქოს შესაძლოა ამ პატიმრის გამოკითხვა მოხდეს პროცესზე, კონკრეტულად რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე მინიშნება არ ყოფილა, შესაბამისად მისი განცხადება ცნობად იქნა მიღებული“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა