კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს მიმართავს, იხელმძღვანელონ  „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომისიიდან აცნობეს.

კომისია მაუწყებლებს მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, შესაბამისად მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, დებატების პროგრამებისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს და საანგარიშო პერიოდში წამოჭრილი საკითხებიდან გამომდინარე, მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა