ანონსი 16 ნოემბერი

16 ნოემბერს, 10:30 საათზე, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“.

სასტუმრო „რედისონი“

საკონტაქტო პირი ნინო ხელაძე - 995 322913870/71/72/73

16 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, საკრებულოში 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის შემოტანასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.

მის.: თავისუფლების მოედანი #2

16 ნოემბერს, 10:45 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს - „მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“.

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სახალხო არტისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გოგი ქავთარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნები; რატომ და რა ფორმით ერთვება პოლიტიურ პროცესებში, მიმართვა ამომრჩევლებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს ვილსონს შეხვდება. შეხვედრა ამერიკის საელჩოში გაიმართება.

მის.: თბილისი, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი #29 (დიდი დიღომი)

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიმართება. მის.:ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თსსუ-ის I კორპუსის I სართული. თსსუ-ის ბიბლიოთეკა საკონტაქტო პირები: თამრიკო იაკობაძე - 557 38 08 09; ლიზა ერქომაიშვილი -595 746 440

16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრი ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრება ამირან გამყრელიძე.

თემა: „დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს“.

მის.: თბილისი, კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო პირი ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

16 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თადარიგის გენერალ-მაიორის, „საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორის თეიმურაზ ლორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ყოფილი სამხედროების პოლიტიკური განცხადებები; 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების შესახებ განცხადებები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე და გაერთიანების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის და მოწოდება პროფკავშირულ ორგანიზაციებს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას გააცნობს და სდასუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ინიციატივას წარადგენს.

მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N25

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

16 ნოემბერს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: თბილისის ბიუჯეტის პროექტი.

16 ნოემბერს, 15:00 საათზე, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრება ღონისძიებას: „ხელოვნება და ტექნოლოგია-იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“.

მის.: ფიროსმანის ქ.N7, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი

16 ნოემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოიცაციის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტი პირი გოჩა გაბოძე - 598359050

16 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილ ტოლერანტობის ქომაგებს დააჯილდოებენ.

მის.: რუსთაველის გამზ. N13, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემიის - „ერთგულება“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

მის.: ქ. თბილისი, გუდიაშვილის ქ. #7 მესამე კორპუსი

16 ნოემბერს, 17:00 საათზე, მულტიმედია კონკურსის, “რეფორმა პრიზმაში“, გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

მის: აბრეშუმის ფაბრიკა, კოსტავას 59

16 ნოემბერს, 18:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ბათუმის საზაფხულო თეატრში ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

16 ნოემბერს, 19:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას გამართავს.

მის: ლ.გუდიაშვილის # 18, არტ ჰაუსი.

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა