მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცესკოს არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, ოპოზიცია სასამართლოში სარჩელს დღის განმავლობაში შეიტანს. მისი განმარტებით, ცესკომ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია და სასამართლოსთვის, სავარაუდოდ, ოპოზიციის არგუმენტები საინტერესო იქნება.

„ცესკომ არჩევნები დანიშნა 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს. ამ განკარგულებას ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. სარჩელით ვაპროტესტებთ იმ კანონდარღვევებს, რომელიც ცესკო-მ ჩაიდინა საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღე. შესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1-ლი დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა