ლევან დავითაშვილი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს  შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ცნობით, ღვინის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ მეღვინეებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი საქართველოში. სახელმწიფო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აღნიშული მიმართულებით. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენ ბეჯითად ისწავლოთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა