10 თვის მონაცემებით, საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული მგზავრების 73% ტურისტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტით ქვეყანაში შემოსული მგზავრების 73% ტურისტია.

მათივე ინფორმაციით, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ჯამში 1 573 189 საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა. (2017 წელი - 1,277,771 ტურისტი).

რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემების თანახმად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 1 221 067 საერთაშორისო მოგზაურს მოემსახურა, რაც შემოსული მგზავრების 74%-ს შეადგენს და 23%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 990,264 ტურისტი).

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით კი 10 თვის მონაცემებით, 129 426 ტურისტმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი - 101,590 ტურისტი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტით იანვარ - ოქტომბრის მონაცემებით, 222 696 საერთაშორისო მოგზაურმა ისარგებლა, რაც მგზავრთნაკადის 81%-ს შეადგენს და 22%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი - 182 968 საერთაშორისო მოგზაური).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა