ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსთან ექსპერტებს ელოდებიან

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსთან ექსპერტების მისვლას ელოდებიან. ადგილზე იმყოფებიან კორპუსის მცხოვრებლები და მათი ახლობლები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ეძლევათ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დროულად უნდა დადგინდეს, რამდენად ვარგისია 23-ე კორპუსი საცხოვრებლად.

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის, არჩილ ჩარგიშვილის თქმით, კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან დაბინავებული.

„კონსტრუქტორები წყვეტენ, როგორი სახით უნდა წავიდეს შემდეგი სამუშაოები. პირველადი შედეგი არის ის, რომ დიდი კონსტრუქციებია დაზიანებული. ფუნდამენტი აუცილებლად უნდა გამაგრდეს, თუმცა ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა“, - განაცხადა არჩილ ჩარგიშვილმა.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მის შვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება