გია ვოლსკი - ყველა, ვინც ზურაბიშვილის ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე - ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი

ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე - ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის სახელისა და გვარის გვერდით პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სურათების გამოჩენას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელსაც საზოგადოება ბილბორდებიდან იღებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ ხდება ზურაბიშვილის ფოტოების ჩანაცვლება და ხომ არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ნდობის გამოყენება, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ჟურნალისტი სარკაზმზე არ უნდა გადავიდეს, თორემ ის იძულებული გახდება ჟურნალისტს შესაბამისი ტექსტით გასცეს პასუხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა