ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ადგილზე იმყოფება საექსპერტო კრიმინალისტური სამსახურის რამდენიმე ჯფუფი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი ჯგუფი.

კორპუსთან ასევე იმყოფებიან აფეთქების შედეგად დაზარალებულებიც, რომლებიც ბინებში შესვლას ელოდებიან, რომ საკუთარი ნივთების გამოიტანონ.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მის შვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი ოჯახის სამი წევრი. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება