რევაზ არველაძე - ვთვლი, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო

ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წარედგინა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

„როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩანდეს და საზოგადოების წინაშე თავად წარადგენდეს, რის გაკეთებას აპირებს იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც პრეზიდენტს გააჩნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა