გალერეა ,,ბაიაში“ ახალგაზრდა მხატვრის, ალექსანდრე ვაშაყმაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გალერეა ,,ბაიაში“ 17 ნოემბერს ახალგაზრდა მხატვრის, ალექსანდრე ვაშაყმაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ალექსანდრე ვაშაყმაძე ახალგაზრდა ქართველი ფერმწერია, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იტალიაში. მისი ნამუშევრები დღესაც გამოფენილია ფლორენციის საგამოფენო სივრცეებში. ვაშაყმაძეს განათლება ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში აქვს მიღებული და აქედან გამომდინარე მისი ნამუშევრები აქამდე საქართველოში მხოლოდ პროფესიული მხატვრული წრეებისთვის იყო ცნობილი. ხვალიდან კი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება ქართველი საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

გამოფენა 17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეა ,,ბაიაში“ გაიხსნება და ერთი კვირა გასტანს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება