გენერალი შავლეგო ტაბატაძე - ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც განახორციელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა

ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა, - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა. ტაბატაძე ჰააგის სასამართლოს შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს 2008 წლის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

„მინდა გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ 2008 წლის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები წარდგებიან ჰააგის სასამართლოს წინაშე. ეს არის მტკნარი სიცრუე და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისთვის, შეურაცხმყოფელი. ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში განახორციელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. შეიარაღებული ძალების პოლიტიზების და პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უფლება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოების მთავარი გარანტი, რომელიც იდგა და დადგება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე", - განაცხადა გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა