ანონსი  17 ნოემბერი

17 ნოემბერს, 10:00 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და Google-ის დეველოპერთა ჯგუფი საქართველოში ერთობლივ ღონისძიებას - დიზაინ სპრინტს გამართავენ.

თემა: ტექნოლოგიებისა და გენდერული თანასწორობის სპეციალისტები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ერთიანდებიან.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7, ტექნოპარკი

საკონტაქტო პირი ნინო ნატროშვილი - 595 35 64 68

17 ნოემბერს, 10:30 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი გაიხსნება. ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე დაესწრება.

მის.: დავით აღმაშენებლის მე-13 კმ, ირინა ენუქიძის ქ. #3

17 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას შეხვდება.

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში, “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით DevFest თბილისი 2018 გაიმართება. ღონისძიებაზე განიხილება ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს წარმოადგენენ ქართველი და უცხოელი გამომსვლელები, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

17 ნოემბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავს.

მის.: წერეთლის გამზ. #118, „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცე, III პავილიონი

საკონტაქტო პირი მარიამ გაჩეჩილაძე - 597 936543

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, ნაძალადევის N17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: სამღერეთის ქ. N5, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება.

17 ნოემბერს, 18:00 საათზე, გალერეა ,,ბაიაში“ ახალგაზრდა მხატვრის ალექსანდრე ვაშაყმაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მის: ინგოროყვას ქ. N19ა (შესასვლელი საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობის უკან მდებარე სკვერიდან)

საკონტაქტო ტელ.: 599 505 302

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა