დავით ზალკალიანი - არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას

არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ გამოთქმულ ოპოზიციის კრიტიკას. ოპოზიციის ნაწილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადების გამო, რომელიც ჰააგის სასამართლოში 2008 წლის ომის გამოძიების საკითხს ეხება.

ზალკალიანის თქმით, ქართული მხარის მოლოდინია, რომ ჰააგის სასამართლოში რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„მოგეხსენებათ, პროცესი მიჰყავს იუსტიციის სამინისტროს და ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეხმარებით ჰააგის სისხლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით. რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ - მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ნუ იყენებენ ამას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ეს არის სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან რთული იურიდიული პროცესებია. ათასობით დოკუმენტი და ვიდეო-მტკიცებულებაა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიწოდებული ჰააგის სასამართლოსადმი. არ შეიძლება დადგეს ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი. ქართველი სამხედროები საკუთარ ტერიტორიას იცავდნენ. როგორ შეიძლება დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც საკუთარ ტერიტორიას იცავდა. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი მაღალჩინოსნების და რუსეთის მხრიდან ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. იცით, რომ იძიებენ ეთნიკურ წმენდას და ქართველი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. სწორედ ამ მიმართულებით ველით, რომ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: დავით ზალკალიანი - არ შეიძლება ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ისინი იცავდნენ საკუთარ ტერიტორიას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა