ანონსი 18 ნოემბერი

ანონსი 18 ნოემბერი

18 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი (XXVI) საერთო კრება ჩატარდება.

მის: 26 მაისის მოედანი, #1

18 ნოემბერს, 11:00 საათზე, ხელბურთის სპორტკომპლექსში ტარდება ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 300-მდე სპორტსმენი და 10 საერთაშორისო კლასის მსაჯი 18 ქვეყნიდან.

მის: გლდანი, ილია ვეკუას №6 (ახმეტელის თეატრის გვერდით)

საკონტაქტო პირი: ირაკლი ცხოვრებაშვილი 599 43 69 81; 592 04 44 74.

18 ნოემბერს, 12.00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები მოსახლეობას შეხვდებიან. საკონტაქტო პირი გრეტა წიწავა : 599 19 26 28.

18 ნოემბერს, 12:00 საათზე, გა­ი­მარ­თე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია COATS (Clothing Others Against The Snow), რომელიც უმასპინძლებს 400-მდე მზრუნ­ვე­ლო­ბამოკ­ლე­ბულ ბავ­შვს თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ნო­რი­ოს, ბე­დი­ა­ნის, ნი­ქო­ზის, ლა­გო­დე­ხის და ჭიათურის 12 თავ­შე­საფ­რი­დან.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი N6, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ დარბაზი "რესპუბლიკა"

საკონტაქტო პირი - ნათია ჯორჯიკია - 599576677.

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხუდადოვის ქუჩაზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აქციას გამართავს.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, პროფესიონალი მრბოლელები.

მის: ხუდადოვის ქუჩა.

18 ნოემბერს, 15:00 საათზე, მელიქიშვილის 18 ნომერთან, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილას, გაიმართება აქცია მოთხოვნით - გამოიძიონ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე.

საკონტაქტო პირი: რუსუდან შარაძე- 599 52 24 41-

18 ნოემბერს, 15.00 საათზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ფერმერის დღე აღინიშნება. ღონისძიებას დაესწრებიან: შს მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

საკონტაქტო პირი: ნათია მსხილაძე - 591 051 905

18 ნოემბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელსაც გახსნის პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

საკონტაქტო პირი: მზეხა მახარაძე - 593 59 28 72

18 ნოემბერს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ქ. ნაისაის თეატრი ლიეტუვადან სპექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგენს.