გორში წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა - 14 წელიწადია საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან

გორში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტების ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარკის ტერიტორიის მონიშულ მონაკვეთზე, ტერიტორიის სენსორული ზედაპირული დათვალიერება სპეციალური სკანერით უკვე ჩაატარეს. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის, ზაქრო ბერძნიშვილის დედის ხათუნა რაზმაძის განცხადებით, სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

„დამატებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით ის, რომ სენსორული სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა-დამუშავებას დაახლოებით ორი დღე დასჭირდებოდა. შესაბამისად, სავარაუდოდ დღეს უნდა იყოს გარკვეული შედეგი. მონიშნული ტერიტორიიდან უკვე აიღეს ის პატარა სამფეროვანი დროშები, რომლებიც ოპერატიულ სამძებრო ღონიძიებების დაწყებისას განათავსეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიციის ერთ-ერთი ოპერატიული ყვითელი ლენტი დაემატა ამ ადგილზე. იმედია, რაიმე შედეგი იქნება. 14 წელიწადია ამ საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან“, - ამბობს „ინტერპრესნიუსთან“ დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.

არსებული ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ადგილს ეძებენ. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე