ანატოლი ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დე ფაქტო ხელმძღვანელების „ინაუგურაციის“ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

ანატოლი ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დე ფაქტო ხელმძღვანელების „ინაუგურაციის“ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელების „ინაუგურაციის“ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესსამსახური იუწყება, ანატოლი ბიბილოვი უკვე დონეცკში იმყოფება.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელის დენის პუშილინის „ინაუგურაცია“ 20 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლეონიდ პასეჩნიკის „ინაუგურაცია“ კი 21 ნოემბერს.