ანონსი 20 ნოემბერი

ანონსი 20 ნოემბერი

20 ნოემბერს, 09:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში გაიმართება რეგიონალური კონფერენცია და სემინარი მწარმოებლებისთვის „სუფრის ყურძენი – შესაძლებლობები საქართველოსთვის“. კონფერენცია ორგანიზებულია ევროკავშირის, EBRD-ს და FAO-ს მხარდაჭერით.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „2020 NEWS“ -ის პრესკლუბში, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: გივი ჯიბლაძის გზავნილი გლდანის ციხიდან.

მის.: პეკინის ქ. #34, ბიზნესცენტრი „საბურთალო“, მესამე სართული

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-18 საეთაშორისო გამოფენას გახსნის.

მის.: წერეთლის გამზ. #118, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი; არჩევნების მეორე ტური; ლარის კურსი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მთავარობის გადაწყვეტილება ვალის განულებასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; საკადრო პოლიტიკის შეცვლის საჭიროება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

20 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერპარტიული საკოორდინაციო ჯგუფის საარჩევნო ინიციატივა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დავალიანების ჩამოწერას ეხება, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ჯეპრას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების უფლებების შესახებ მომზადებული ანგარიშის „No Future Land” პრეზენტაცია.

მის.: ალექსიძის ქ. #3

საკონტაქტო პირი თამარ კაპანაძე - 551 22 88 08

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

მის.: ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, საკონერენციო დარბაზი)

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ალასანიას უნივერსიტეტში) საჯარო ლექციას გამართავს.

თემა: სახალხო დამცველის მანდატი, ადამიანის უფლებების მთავარი გამოწვევები საქართველოში.

მის.: კოსტავას გამზ. 77 ა

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ და თბილისის მერიის მასშტაბური უსაფრთხოების კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #27, ყაზტრანსგაზ-თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახური 114

საკონტაქტო პირი მარიამ ტურიაშვილი - 555 14 92 72

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, საინფორმაციო სააგენტო „2020 NEWS“-ის პრესკლუბში, ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: შავი სიების გაუქმება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.

მის.: პეკინის ქ. #34, ბიზნესცენტრი „საბურთალო“, მესამე სართული

საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ანდრია გვიდიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 13:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში, ადვოკატები: კახა კოჟორიძე და ირაკლი კორძახია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ფონდი "კონსტანტა" ინიციატივით გამოდის, მიმდინარე სასამართლო დავის სამართლიანად გადაწყვეტის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსი გამოიყენოს სიღარიბისა და ჭარბვალიანობის წინააღმდეგ.

20 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ შენობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდება.

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, რუსთავში, რესტორან ,,სამეფოს" საკონფერენციო დარბაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძებაში მონაწილეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, კომპანია GLOBAL Enterprises LTD’’-ს უცხოელი და ქართველ ინვესტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ,,აწარმოე საქართველოში’’ ფარგლებში წარმომადგენლები, ბიზნესმენები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი სოფიკო ჯიქია - 591004924

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კახიძის#15

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აქციას გამართავენ.

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ფაბრიკა“ თბილისის საკონფერენციო დარბაზში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, რელიგიური და ეთნიკური გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის.: ნინოშვილის ქ. #8

საკონტაქტო პირი ნინო თეთრაული - 599 32 77 87

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას გამართავს.

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართება ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი კეთილდღეობა“.

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების შეხვედრა გაიმართება.

20 ნოემბერს, 18:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართება.

მის.: რუსთაველის გამზ. #3

საკონტაქტო: გიორგი კოპალეიშვილი - 595 29 89 89; ხატია ჯამბაზიშვილი 577 500 103