მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართება

20 ნოემბერს, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ინტურისტში“ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბავშვთა ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი კეთილდღეობა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბავშთა მიმართ სოლიდარობის გამოცხადების ნიშნად გამოვლინდება 10 საუკეთესო ნახატი და ასევე მშობლების მიერ დაწერილი 10 საუკეთესო წერილი სახელწოდებით - „წერილი შვილს“. აგრეთვე, ხელი მოეწერება სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და აჭარის განათლების კულტურის და სპორტის სამინისტროს, „ბათუმის ბულვარსა“ და აჭარის სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს, „ბათუმის ბულვარსა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს, რომლის მიზანია ბავშვთა განათლების ხელშეწყობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ბულვარის ადმინისტრაცია სამომავლოდ აქტიურად გეგმავს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებით სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვას.

ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, იუნისეფისა და ბავშვთა ზრუნვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტუქტურების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები.

იმის გათვალისწინებით, რომ UNICEF მოუწოდებს ყველა კერძო თუ საჯარო უწყებას აწარმოონ კამპანია #დაასრულეძალადობა და უზუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება სახლში, სკოლასა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, მნიშვენლოვანია მოხდეს ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე თავიანთი უფლებების შესახებ. ამ დღეს, ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ჩაატარებს მოკლე ლექციას და მოსწავლეებს საჩუქრად დაურიგდებათ ბავშვთა უფლებათა კონვენცია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება