ანატოლი ბიბილოვი - უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, სახელმწიფო ტერორს მიმართავს

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, სახელმწიფო ტერორს მიმართავს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელების ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მიზნით დონეცკში იმყოფება.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ ყველა მიმართულებით გააძლიერებს თანამშრომლობას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან“.

„სამწუხაროდ, მოხდა ტრაგედია. ალექსანდრე ზახარჩენკო აღარაა ჩვენთან. ადგილი ჰქონდა ცინიკურ ტერაქტს. უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, სახელმწიფო ტერორს მიმართავს. ამის შედეგი ჩვენ დონეცკში ვიხილეთ“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს