ანატოლი ბიბილოვი – სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო

სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საგარეო პოლიტიკის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„თუ საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სამხრეთ ოსეთის სირიის მიერ აღიარება იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი სირიაში“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, დამასკოსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობას კარგი პერსპექტივებია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თანამშრომლობა საჭიროა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია სირიის მეშვეობით ისეთ ქვეყნებზე გასვლაზე, როგორიც არის ირანი და ერაყი. მიუხედავად სანქციებისა, სირიას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომელიც მას მხარს უჭერს. ეს სამხრეთ ოსეთისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ ამ ქვეყნებზე გავიდეს“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: "ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სამხრეთ ოსეთის სირიის მიერ აღიარება იყო" - ანატოლი ბიბილოვი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს