დავით სერგეენკო - დავალიანების განულებაზე უარის თქმა, რადგან ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია

ვფიქრობ, იმის გამო, რომ სასესხო დავალიანების განულება შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, ამაზე უარის თქმა და ნახევარი მილიონი ადამიანის დატოვება ამ მძიმე ტვირთის ქვეშ, არასწორია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახალმა პრემიერმა მისი დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტი ჭარბვალიანობასთან ბრძოლა იქნებოდა.

„პირველ რიგში მე ვხედავ იმას, რომ მოსახლეობისთვის უმძიმესი ტვირთი გახდა ჭარბვალიანობა. ასევე ვხედავ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჭარბვალიანობასთან ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი. ახალმა პრემიერ-მინისტრმა დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ მისი ერთადერთი პრიორიტეტი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. იმ ეტაპზე რთული ან შეუძლებელი იქნებოდა იმის თქმა, რა საშუალებებით მოხდებოდა ეს. ეს საშუალება ახლა გაჩნდა "ქართუ“ ფონდის მიერ და ამაზე უარის თქმა, იმის გამო, რომ ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო მოსყიდვად, არასწორია," - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც კი ეს შესაძლებლობა გაჩნდა, მაშინვე საამისოდ გეგმა გაიწერა.

„როდის გამოხატა კონკრეტულად, ქრონოლოგიურად, ფონდმა "ქართუმ" ეს მზადყოფნა ჩემთვის უცნობია. უშუალოდ მოლაპარაკებებში მე არ ვყოფილვარ ჩართული, მაგრამ რამდენიმე საკვანძო თარიღი იყო: ივნისი, როდესაც მაშინ ახალმა პრემიერ-მინისტრმა დაანონსა, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგმებოდა. სექტემბერი, როდესაც ასევე გამწვავდა ამაზე მსჯელობა და ბოლო თვეები, როდესაც მთავრობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობდა ამ მოლაპარაკებებზე", - აღნიშნა სერგეენკომ.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს