„კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს“ სხდომა გაიმართა

თელავში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სათათბირო ორგანოს - „კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს“ სხდომა გაიმართა. სხდომის თემატიკას წარმოადგენდა - ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაცია.

სხდომის წარმართვაში ეთნიკური საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„საბჭოს სხდომის წარმართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორი, რომელიც სწავლობს ეთნიკურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს. სწორედ მათი მხრიდან დანახული პრობლემატიკის გარშემო გვაქვს მსჯელობა, რათა რეკომენდაციები გავუზიაროთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. როდესაც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ვმსჯელობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ „კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი და საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები, 2016 წლის 11 აპრილს დაფუძნდა. აღნიშნული სათათბირო ორგანოს შექმნის მიზანია კახეთის რეგიონში დასახლებული ეთნიკური უმცირესობების აქტიურად ჩართვა რეგიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი პრობლემების ანალიზი და მოგვარების გზების ძიება.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იღებენ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია