მირდატ ქამადაძის განაცხადებით, ბათუმში 12 უბანზე კომისიის 19-მა წევრმა საარჩევნო კომისიები დატოვა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრის, მირდატ ქამადაძის განაცხადებით, ბათუმში 12 უბანზე კომისიის 19-მა წევრმა საარჩევნო კომისიები დატოვა. მისი განცხადებით, ყველა წევრი საოლქო კომისიის მიერ იყო არჩეული და ისინი პარტიული წევრები არ არიან.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, მომხდარი საეჭვო გარემოებაა. ის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს და რეაგირებას სთხოვს.

„თანამდებობები დატოვა ორმა თავმჯდომარემ, ოთხმა მოადგილემ და სამმა მდივანმა. ეჭვი არსებობს, რომ ზეწოლა განხორციელდა მათზე. ყველა უბანზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო. ეს არის საფუძველიანი ეჭვი, რომ ამ ადამიანებზე ხორციელდება ზეწოლა. ამას სხვა ახსნა არ გააჩნია, რადგან ეს ყველაფერი მეორე ტურამდე ადრე ხდება. ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მოვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ გააკეთოს განმარტება",- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მირდატ ქამადაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

ციალა შავაძის განცხადებით, საარჩევნო კომისიაში 21 ადამიანს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა.

„მათი შეცვლა არ უკავშირდება არჩევნებს. 21-მა წევრმა დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და შესაბამისად, კომისიამ დააკმაყოფილა. მიზეზად მოთითებული იყო, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა“, - განაცხადა ციალა შავაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად