მამუკა მდინარაძე ყალბი მოწმობების შესაძლო დაბეჭდვაზე - უნდა გაეცეს პასუხი, ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდეს.

„ნებისმიერი ადამიანი, ობიექტური დამკვირვებელი, ვისაც აქვს ელემენტარული ინფორმაცია, იტყვის, რომ ეს არის წარმოუდგენელი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება, რომ გაირკვეს ყველა დეტალი და არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. ყველა მიმართულებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, თუნდაც ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები, რა წყაროებზეა საუბარი და საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები. უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობებს ამზადებს. მათი ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა