საქართველოში ჰიმალაის მარილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანია „გლობალ ენტერპრაიზისი“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე, ჰიმალაის მარილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ახალი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს, რუსთავში, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, კომპანია “Global Enterprises’’-ის უცხოელი და ქართველი ინვესტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ,,აწარმოე საქართველოში’’ წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

“Global Enterprises”-ის პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მარილის ქარხნის მშენებლობა. საწარმო აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით.

,,ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. კომპანია ნედლეულს პაკისტანიდან შემოიტანს, აწარმოებს ჰიმალაის საკვებ იოდიზირებულ და არაიოდიზირებულ მარილს, სამკურნალო სპა და დარბაზების სამშენებლო და საყოფაცხოვრებო აგურებს, ჰაერის გამწმენდ ლამფებს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზეც განხორციელდება. საწარმოში 50 ადგილობრივი, მათ შორის 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება“, - განაცხადა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ღურწკაიამ.

ინვესტორების განცხადებით, საწარმო გეგმავს 1 კგ. მარილის პროდუქციის რეალიზებიდან მიღებული შემოსავლიდან, 1-დან 5 თეთრამდე ფარგლებში თანხის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვას. უცხოური ინვესტიცია, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარები სააგენტოს’’ მიერაა მოძიებული.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია