ანა ნაცვლიშვილი ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე - ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხები გაეცეს

ჩვენ ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით გადაიდგას ნაბიჯები და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადებას, სავარაუდოდ, ყალბი პირადობების დამზადების ფაქტებთან დაკავშირებით.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები, კანონდარღვევებთან დაკავშირებით, შეშფოთებას იწვევს. ნაცვლიშვილი ყურადღებას ქვეყნის საგარეო იმიჯზეც ამახვილებს.

„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა იმას, თუ როგორ ჩაატარებს საქართველო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ შორის ჩვენი სტრატეგიული არჩევანის, დასავლური კურსის კონტექსტში, რადგან ესეც უნდა გახდეს დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ და ვრჩებით დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების ერთგული.

ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა შესაძლო ზეწოლების შესახებ, დაპირებებზე საბანკო ვალდებულებების განულებასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი, როგორც კი ჩნდება კითხვა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რადგან ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს, რაც დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით იყოს გადადგმული ნაბიჯები და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნებისთვის. „სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათ მიერ გაწეული შრომა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებისთვის. მათი როლი არის ფუნდამენტური და ის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო და მათ მიერ მოპოვებულ და გაჟღერებულ ინფორმაციებზე ხდებოდეს რეაგირება ესეც უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა