მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური  სისხლის სამართლის დანაშაულია

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არჩევნებს ძალიან მწარედ აგებს, წამოუდგენელი რაღაც გააკეთა - პირადობის მოწმობების დამბეჭდავი ჩარხები მოიტაცა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ გააკეთა.

მისივე თქმით, ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური სისხლის სამართლის დანაშაულია. “წულუკიანმა რამდენიმე სერვისი გადასცა და ახლა სხედან და საქართველოს მოქალაქეების ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავენ. ეს თავში აზრად შევარდნაძის დროსაც არავის მოსვლია. ჩარხების წაღება და ბეჭდვა, ეს სახელმწიფოს როგორი მიტაცება და განადგურებაა?! ეს ისეთი დაუკრეფავია, რომ იმის იქით არაფერი არ არის! ივანიშვილი თავად ანადგურებს საკუთარ შანსებსაც კი. იმდენად უტვინოა, რომ ახლა რასაც აკეთებს, ყველა ზღვარს გადაცდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა