საქართველოში გაერო-ს ელჩი - ყურადღებით ვადევნებთ თვალს კომენტარებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს

ჩვენ ყველაფერს ვუკეთებთ მონიტორინგს და ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს, - ამის შესახებ გაერო-ს ელჩმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა არასამთავრობოების განცხადებას, პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების თაობაზე.

ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სამოქალაქო სექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არჩევნების თაობაზე და იმედოვნებს,რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდება.

„პირველი ტურის მსვლელობაზე, რაც ხდებოდა, ეს იყო ძალიან აქტიური, თუმცა ასევე იყო დემოკრატიული გარემო. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდება, მათ შორის, იმ კომენტარებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს. ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებებსაც. პირველ ტურთან დაკავშირებით, ძირითადი კრიტიკა, რომელიც მოდიოდა სამოქალაქო საზოგადოებიდან, დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან. ამიტომ, ჩვენ ველოდებით იმას, რომ მეორე ტური ჩატარდება ნამდვილად მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში" - , განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა