ვანში, სახლის კედლის ჩამონგრევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვანში, სახლის კედლის ჩამონგრევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში მამაკაცი მოიყოლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.