ეკა გიგაური ყალბი პირადობის მოწმობის შესაძლო დაბეჭდვაზე - წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ

ჩვენ კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარვადგენდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, - ამის შესახებ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად და მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა.

"ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ზუსტად განსაზღვრონ ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც გვაქვს ჩვენ და რომელიც გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ საგამოძიებო ორგანოებმა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ ინფორმაციაზე - როდის, რა პირობებში, რა შეხვედრები იყო, ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრებში დ ა.შ. დანარჩენი უკვე საგამოძიებო ორგანოებზეა დამოკიდებული, რომ გამოიძიონ. კამერებიც იყო იმ ადგილზე, სადაც ეს თათბირი ჩატარდა და შესაბამისად, ადამიანების გადაადგილებაც შეუძლიათ დაადგინონ. მითუმეტეს, რომ ჩვენ კონკრეტული ადამიანების მივლინებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, გამოკითხვაზე, რომელიც მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში მიმდინარეობს, წყაროს დასახელებას არ აპირებს.

„წყაროს დასახელება არც გვევალება და არც ვაპირებთ. ჩვენ ვართ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ვიცავთ ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, როდესაც მამხილებელი მოდის ჩვენთან და გვიყვება კონკრეტულ ინფორმაციას, მისი გამჟღავნება არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში, არავინ არაფერზე ჩვენთან არ მოვა და ასეთ ინფორმაციას არ მოგვაწვდის", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, წყაროს ინფორმაციით, სერვისების სააგენტომ დავალება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები.

"ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს. რა ტიპის პირადობის მოწმობებზეა საუბარი, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით - წალენჯიხა და გარდაბანი. დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებშიც. დასაშვებია რეგიონში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები და ეს დამტკიცდა კიდეც ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ",- აღნიშნა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა