იუსტიციის მინისტრის მოადგილე ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე - ეს არის მტკნარი ტყუილი

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ის განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა და ბრალი დაედო ცალკეულ პირებს, თითქოს ადგილი აქვს რაღაც დოკუმენტების გაყალბებას, ამას აბსოლუტურად არ აქვს საერთო სიმართლესთან, ეს არის მტკნარი ტყუილი და ფაქტი სინამდვილეს არ შეეფერება, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობის შესაძლო გაყალბების ფაქტს ეხება.

როგორც ჟურნალისტებს მიხელ სარჯველაძემ განუცხადა, იმისთვის, რომ მესამე სექტორის ამ განცხადებაზე ჭეშმარიტება დადგინდეს, საჭიროა კონკრეტული ფაქტები დასახელდეს.

რაც შეეხება კითხვას, რომ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებისთვის ერთ-ერთ ხელის შემწყობ გარემოებად წალენჯიხის სერვისების განვითარების თანამშრომელის მივლინებაში ყოფნა დასახელდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ამ პირის მივლინებას კავშირი არ აქვს იმ ბრალდებაზე, რაზეც მესამე სექტორი საუბრობს.

„კონკრეტულად ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მივლინებას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ახსნა, მითუმეტეს, ისეთ დიდ დაწესებულებაში, როგორიც არის სახელმწიფო განვითარების სააგენტო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფაქტს შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ ბრალდებასთან, რაზეც საუბარი იყო. ვინაიდან საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში საერთოდ არ არის განთავსებული, რომელზეც საუბარი იყო, ის განთავსებულია სრულიად სხვა ტერიტორიულ ერთეულებში. ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, განცხადების ასე გაკეთება, ბრალის ჩამოკიდება, ცხადია, სწორი არ არის. ამ წუთას, შემიძლია გითხრათ ის, რომ არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება არსებობდეს იმის შანსი, რომ გუშინ გამოთქმულ ბრალდებებს რაიმე რეალური დასაყრდენი ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერ კითხვაზე გვექნება ამომწურავი, ზუსტი და საზოგადოების ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, თუ არ დადასტურდა პირადობის მოწმობის გაყალბების თაობაზე მესამე სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დადგება თუ არა ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ამაზე პასუხის გაცემა უჭირს.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა