მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, დონალდ ტუსკმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, მთავრობის ხედვას ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით.

„პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე.

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, მათ შორის ევროკავშირი-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფორმატებში საქართველოს თემატიკის მუდმივი ხაზგასმის აუცილებლობაზე.

ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და მათი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების დამკვიდრებულ პრაქტიკას და ამ კონტექსტში დადებითად შეაფასა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დღეს ევროკავშირის საბჭოში უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა