გიორგი გახარია - მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების  საშუალება, რასაც შს სამინისტრო უზრუნველყოფს

მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება თავისუფალი არჩევანის გაკეთების, დემოკრატიულ გარემოში, რასაც შს სამინისტრო უზრუნველყოფს, - ასე აფასებს შს მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ არავის მისცემს უფლებას, არჩევნები გააყალბოს.

„შს სამინისტროს ძირითადი ამოცანა გახლავთ, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს და ისე არჩევნების შემდგომ ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფალი არჩევანის გაკეთების, დემოკრატიულ გარემოში, რასაც შს სამინისტრო უზრუნველყოფს. ჩვენ პირველ რიგში ვიზრუნებთ ჩვენს მოქალაქეებზე და მათ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყალბი პირადობის მოწმობები მზადდება და შესაძლოა, არჩევნები გაყალბდეს, გახარიამ უპასუხა, რომ პროკურატურა ამ საკითხს სწავლობს და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა