ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტი გამოვლინდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხვალ, ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტი გამოვლინდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო გაუძღვებიან.

2019 წლის ვენეციის ბიენალე 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს. საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში - „არსენალეზეა“ გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა