მიხეილ ბენიძე - ამ ეტაპზე არ გვაქვს განცდა, რომ წყარომ შეცდომაში შეგვიყვანა

ამ ეტაპზე არ გვაქვს განცდა, რომ წყარომ შეცდომაში შეგვიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 3 ათასი ადამიანის ცვლილება საარჩევნო სიაში ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა არ იყოს პრობლემური, თუმცა მნიშვნელოვანია სიის დეტალური შესწავლა. "ვაპირებთ ამომრჩეველთა სიის გადამოწმებას და შედარებას უბნების მიხედვით, თუ არის მნიშვნელოვანი ცვლილება, უბრალოდ ამას გარკვეული დრო სჭირდება. დაახლოებით 3000 ადამიანის ცვლილება ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა არ იყოს პრობლემური, უბრალოდ უნდა ვნახოთ უბნების მიხედვით რა მდგომარეობაა", - აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის, სოსო გიორგაძის ინფორმაციით, პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა სიაში მცირედი ცვლილება განხორციელდა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათასია. მისი განმარტებით, ეს ცვლილება მოქალაქეთა გარდაცვალებას და სრულწლოვნობის ასაკის მიღწევას უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა