თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. დღეს 11:00 -დან 18:00 საათამდე ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმართება.

„გრიპის სეზონი თანდათან ძალაში შედის. გრიპი ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით აქტიური ხდება დეკემბერ-იანვარში. ამიტომ, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება გახლავთ აცრა. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების მოცვა. სახელმწიფო სულ უფრო მეტ ვაქცინას ყიდულობს. წელს სახელმწიფომ დაახლოებით 41 ათასი დოზა შეიძინა, რომელიც რეგიონებში განაწილდა. უპირველეს ყოვლისა იცრებიან რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები, თუმცა ამასთან უკვე საკმაოდ აქტიურია კერძო სექტორიც. ქვეყანაში ამის კულტურა თანდათან იზრდება, რამეთუ ხალხმა ნახა, რომ აცრილი მოსახლეობა ზამთარს უფრო ადვილად იტანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 22 ნოემბერს ყველა მსურველისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო ყოფილიყო,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გრიპის უფასო ვაქცინაცია მიმდიმარეობს შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)

ბათუმი - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)

შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)

შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)

"ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

"მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაკტიონ ტაბიძის ქ.N2)

„მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2).

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა