ეკა გიგაური - როცა გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს

მაშინ, როცა გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა.

გიგაური გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ტყუილში გამოიჭირეს“.

„მაშინ, როცა გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, იუსტიციის მინისტრი ფაქტობრივად უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს და ასკვნის, რომ „ტყუილია“ იმ შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისივე თანამშრომელმა მოგვაწოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებაში არსებულ სავარაუდო უკანონო სქემაზე. ამ ამბავს ჩვენ ნამდვილად ვერ დავმალავდით და ამიტომაც აუცილებლად ჩავთვალეთ მისი გამჟღავნება და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მივმართეთ გამოძიებას. ეს, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას, ხოლო მეორე მხრივ, პრევენციას და გაფრთხილებას, რომ თუკი ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების გეგმა მართლაც ვინმეს გააჩნდა, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე. ჩვენ ყველა ის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, რომელიც გაგვაჩნდა. არ დავასახელეთ მხოლოდ წყარო, მისივე უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მოტივით და ამ საერთაშორისო სტანდარტს ჩვენ დავიცავთ. ჩვენი რესურსებით რაც შევძელით, გადავამოწმეთ ორი პირის მივლინების საკითხი, რაც მოგვიანებით რეესტრის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ჩვენ ფაქტიურად საქმის გახსნის მოთხოვნას გვიყენებენ, რაც, მინდა შევახსენო ყველას, რომ არა ჩვენი, არამედ გამოძიების პირდაპირი მოვალეობაა. წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი საკმარისი ცნობებია იმისთვის, რომ ნების არსებობის შემთხვევაში, ობიექტურმა გამოძიებამ საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს. თუმცა სამწუხაროდ, ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, მას არ დაუსახელებია შესაძლო თათბირის გამართვის თარიღები და გაუგებარია გიორგაძემ რატომ დაუკავშირა ეს შესაძლო თათბირი მისი მივლინებაში ყოფნის პერიოდს, თან ეს მანამდე თქვა, ვიდრე საგამოძიებო უწყებაში შევიდოდა.

„ერთსაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ არც ერთ საჯარო კომენტარში მე არ დამისახელებია შესაძლო თათბირის გამართვის თარიღები და გაუგებარია გიორგაძემ რატომ დაუკავშირა ეს შესაძლო თათბირი მისი მივლინებაში ყოფნის პერიოდს, თან ეს მანამდე თქვა, ვიდრე საგამოძიებო უწყებაში შევიდოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ დაკვეთებთან დაკავშირებულ უაპელაციო ბრალდებებს, ეს სამწუხარო, სიახლეს არ წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის მხრიდან. ჩვენს წინააღმდეგ, როგორც წესი, ასეთი ბრალდებები ისმის ყველა მხარის მხრიდან და განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ინტერესებთან ჩვენი პოზიციები აცდენილია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების, „საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს.

„სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილშია გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა