ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - აფხაზეთი შეშფოთებულია ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერით

აფხაზეთი შეშფოთებულია საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვითი უწყებების მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჟენევის დისკუსიების ძირითადი მიზანი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩვენ გვაშფოთებს ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ამ შემთხვევაში საუბარია ბოლო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებებმა. მივიჩნევთ, რომ ამგვარი ქმედებები ხელს არ უწყობენ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, „აფხაზური მხარესთვის“ ის საერთაშორისო მოედნები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, რომელზეც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს აფხაზეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბროს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს