თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ლალისყური და ლაფანყური გაზმომარაგების ქსელში ჩაერთო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლალისყურსა და ლაფანყურში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულდა, რამაც მოსახლეობას საერთო ქსელში ჩართვის საშუალება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის ჯაბა ხმალაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს დღესვე შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქსელში ჩართვის განცხადებით. ასევე, მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპანიის შიდა განვადებით, რაც ხელს შეუწყობს როგორც გაზმომარაგების პროცესის დაჩქარებას, ასევე აღნიშნული სერვისით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.

გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მან აღნიშნა, რომ გაზიფიცირება არამარტო გაუადვილებს ხალხს ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვნად დაიზოგება ხე-ტყის რესურსიც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ის ოჯახები მოინახულა, სადაც შეყვანილია ბუნებრივი აირი და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს საჩუქრად გაზქურები გადასცა.

ღონისძიებას ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის/გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში