ნატო ჩხეიძე - სამი თვის განმავლობაში „ომეგა ჯგუფი“ ითხოვდა აქციზურ მარკებს, თუმცა არ აძლევდნენ, მოგვიანებით კი სასწრაფოდ გაიცა 4 მლნ აქციზური მარკა

სამი თვის განმავლობაში „ომეგა ჯგუფი“ ითხოვდა აქციზურ მარკებს, თუმცა არ აძლევდნენ, მოგვიანებით კი მოხდა ის, რომ სასწრაფოდ გაიცა 4 მილიონი აქციზური მარკა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

ნატო ჩხეიძის თქმით, „ომეგა ჯგუფზე“ აქციზური მარკების გაცემა ძალიან სასწრაფოდ მოხდა, რაც მისთვისაც გასაკვირია.

„სამი თვის განმავლობაში „ომეგა ჯგუფი“ ითხოვდა აქციზურ მარკებს და ეს აქციზური მარკები არანაირი მიზეზით, დათმობით, პირობებით არ ეძლეოდა. ყველანაირი შეთავაზება იყო რანაირად უნდა გაწერილიყო, როგორი რესტრუქტურიზაცია უნდა მომხდარიყო ამ 50 მილიონი ლარის, მაგრამ არაფერზე იყო თანხმობა. ერთ მშვენიერ დღეს მათ ბრძანეს, რომ დიახ, ჩვენ ამ აქციზურ მარკებს გავცემთ. როგორც ჩანს, ამის ქვეტექსტი იყო ის, რომ რაღაც გაიგეს, გაიაზრეს. ვერ გეტყვით მათ რა იფიქრეს და რა გაიგეს. შემიძლია გითხრათ რა მოხდა. სასწრაფოდ მოხდა ის, რომ 4 მილიონი აქციზური მარკა გაიცა. ამ პროცედურას, როგორც მე ვიცი, სჭირდება ნამდვილად დიდი დრო. წარმოიდგინეთ, რომ 16:30 საათზე ირიცხება თანხა და 18:00 საათამდე უკვე აქციზური მარკები გადის. თანხა არის 1 მილიონი“,- განაცხადა ჩხეიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მოხდა ის, რომ ძალიან სასწრაფოდ 4 მილიონი აქსციზური მარკა გაიცა" - ნატო ჩხეიძე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია