ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება“, - იუწყებიან დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

იხილეთ ვიდეო: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს