მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ ინიშნება, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად სოფო ხალვაშმა განუცხადა.

"ბათუმის მერის მოადგილის პოსტზე შემოთავაზება არაერთხელ მივიღე თავად მერისგან, ლაშა კომახიძისგან. დიდი ხანი ვფიქრობდი და მხოლოდ ახლა მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ ბათუმელებისთვის... აქამდეც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ვფიქრობდი. ყოველთვის უარს ვამბობდი, არ ვიცოდი რამდენად ჩემი საქმე იყო, საბოლოოდ კი დამარწმუნეს, შეგიძლიაო და ეს ნაბიჯი გადავდგი. ჩემი მთავარი პირობა იყო სცენა და მიკროფონი არ დამეთმო, მითხრეს, არც არავინ გთხოვს ამის დათმობასო და ვნახოთ, რა იქნება," - განაცხადა ხალვაშმა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­კეთ­დე­ბა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია